ელ-ფოსტა
პაროლი
 
სახელი
გვარი
ელ-ფოსტა
პაროლი
სქესი
დაბ. დღე  
 
image
338. რას ნიშნავს ფსალმუნის სიტყვები: "სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა" (ფსალმ. 61.10)?
თუ დაინახე, რომ ვინმეს გარდამეტებული სიმდიდრე აქვს, მის სიცოცხლეს ნეტარებად ნუ მიიჩნევ. უკეთუ შენთან ფული ყოველი მხრიდან და უხვი წყაროებიდან მოედინება, მის სიჭარბეს შენამდე ნუ მოუშვებ. „სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის!“ – გაგაოცოს ამ სიტყვებმა. სიმდიდრის თვისება მდინარებაა. უსწრაფესად ნიაღვრისა მიედინება იგი მის მფლობელთა შორიახლოს და ჩვეულებრივ ხან ერთთან მიდის და ხან მეორესთან. ვითარცა მდინარე, სიღრმიდან დაქანებული, ნაპირზე მდგომს მიუახლოვდება და შეეხება თუ არა, მყისვე განშორდება, ასევე ტკბობაც, სიმდიდრისაგან გამოწვეული, ფრიად სწრაფად ჩნდება და ქრება, რადგან ჩვევად აქვს ერთიდან მეორესთან გადავიდეს. ეს მინდორი დღეს ერთს ეკუთვნის, ხვალ მეორეს, რამდენიმე ხნის შემდეგ კი უკვე სხვისია. შეხედე ქალაქში სახლებს! თავიანთი არსებობის დღიდან უკვე რამდენი სახელი გამოუცვალეს, იხსენიებენ რა ხან ერთი და ხან მეორე პატრონის სახელით. ოქროც მუდმივად მიედინება მისი მფლობელის ხელიდან მეორის ხელში, ხოლო მეორიდან კიდევ მესამისაში და ასე განუწყვეტლივ. უფრო ადვილად შეიძლება წყლის ხელში დაჭერა, ვიდრე ის, რომ სიმდიდრე შენთან ხანგრძლივად გააჩერო. ამიტომაც მშვენივრადაა თქმული: „სიმდიდრე თუ გარდაგერეოდის, ნუ შეაპყრობთ გულთა თქუენთა“. ნუ გაგიტაცებს იგი შენ სულით, არამედ მისგან სარგებლობა მიიღე; ნუ შეიყვარებ მას ზომაზე მეტად და როგორც ერთი სიკეთეთაგანი, ნუ გაგაკვირვებს, არამედ გამოიყენე იგი ვითარცა იარაღი, რომელიც შენ უნდა გემსახუროს.
image image
 


24 ივნისს (ახალი სტილით: 07 ივლისს) დღეს არის ხსენება:
 
0_28