ავტორი:
წმ. ბასილი დიდი
თემა: სიმდიდრე, მევახშეობა
მრავალი იტყვის: მე პროცენტებს ავიღებ და ღარიბებს დავურიგებ. კარგად კი ამბობ, ოღონდ ღმერთისთვის ასეთი ძღვენი სათნო არ არის. უმჯობესია საერთოდ არ მისცე მოწყალება გლახაკს, ვიდრე ასეთი საშუალებით მოპოვებული გაიღო, რამეთუ უმართებულო მოქმედებით შენ ხშირად იმ სიმდიდრესაც უპატიოსნოდ აქცევ, რომელიც პატიოსანი შრომით მოიპოვე; ეს მსგავსია იმისა, რომ ადამიანი აიძულო მორიელები შვას. გამსესხებელი არასოდეს ტკბება იმით, რაც აქვს, არ ხარობს მაშინაც კი, როცა პროცენტები გროვდება, არ მხიარულობს მოგების გამო; პირიქით, წუხს, რომ მოგება კაპიტალს არ უტოლდება