ღირსი მირონი - სირიელი მეუდაბნოე
მოიხსენიება 14 თებერვალს (ახალი სტილით: 27 თებერვალს)
ღირსი მირონი IV საუკუნეში ცხოვრობდა სირიაში, კვიროსის მახლობლად. წმიდანმა სახელი გაითქვა სნეულთა კურნების და ეშმაკთა განსხმის ნიჭით. სულიერი დამოძღვრის მსურველებს ნეტარი მამა ურჩევდა, თავშეკავებულნი ყოფილიყვნენ, ცხონებაზე ეზრუნათ, თავი მოეზღუდათ ვერცხლისმოყვარეობისა და მრისხანებისაგან. ღირსი მირონის მოწაფეები იყვნენ: იაკობ განდეგილი (ხს. 26 ნოემბერს), ლიმნეი (ხს. 23 თებერვალს), დომნინა (ხს. 1 მარტს) და ბევრი სხვა. იმ დროისათვის კვიროსის ოლქში ბევრი სავანე დააარსა.