ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: სულიერი მოძღვარი
საჭიროა ნათლად გესმოდეს, რომ თუნდაც მღვდლები იმსახურებდნენ განკითხვას, შენ მაინც არა გაქვს ნება განიკითხო მათი ცხოვრება. აი რას ამბობს ქრისტე იუდეველი უფროსების შესახებ: "და ჰრქუა: საყდართა მოსესთა დასხდეს მწიგნობარნი და ფარისეველნი. ყოველსა რავდენსა გეტყოდიან თქვენ, დაიმარხეთ და ყავთ, ხოლო საქმეთა მათთაებრ ნუ იქმთ, რამეთუ თქვან და არა ყვიან" (მათე 23, 2-3). როგორც ხედავ მან არ დაამცირა და არ უარყო მათი სწავლებანიც კი ვისი გარყვნილი ცხოვრება მართებულად იწვევდა ზიზღს მის მოწაფეებში. ამას მღვდლების განსაკითხავად კი არ ვამბობ - არა! თქვენ თვითონ ხართ მათი ქცევის და მსახურების მოწმენი - არამედ იმისათვის, რომ მათ მეტი პატივი და რიდი მიაგოთ, ამით თქვენ თავს მეტ სარგებელს მოუტანთ: "რომელმაც შეიწყნაროს წინასწარმეტყველი სახელად წინასწარმეტყველისა, სასყიდელი წინასწარმეტყველისა მიიღოს" (მათე 10,41).
უფალი გიგზავნის საზღაურს არა შენი ღირსებისა თუ უძლურების შესაბამისად, არამედ შენი განწყობის შესატყვისად.
უფალი გიგზავნის საზღაურს არა შენი ღირსებისა თუ უძლურების შესაბამისად, არამედ შენი განწყობის შესატყვისად.