image

თემა: სულიერი ბრძოლა

როგორ აღაგზნებდნენ ლოცვის სულს და მკვიდრდებოდნენ ლოცვაში ჩვენი ღვაწლმოსილი მამბი და დამრიგებლები? უმთავრესი, რასაც ისინი ეძიებდნენ, იმაში მდგომარეობდა, რომ გული მუდმივად მხურვალე ჰქონდათ უფლის, ერთადერთის მიმართ. ღმერთი გულს ეძიებს, რადგან მასშია სიცოცხლე. სადაც გულია, იქაა ცნობიერება, ყურადღება და გონება, იქაა მთელი სული. როცა გული ღმერთშია, მაშინ სულიც მთლიანად ღმერთშია და ადამიანი მუდმივად თაყვანს სცემს ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით.
    ეს ზოგიერთს სწრაფად და იოლად ეძლევა. როგორი წყალობაა ღვთისა! როგორ ღრმად შეძრა ისინი ღვთის შიშმა, რამდენად სწრაფად გაიღვიძა მათში სრული ძალით სინდისმა, როგორის სისწრაფით აღიძრა მატში მოშურნეობა, რომ ღვთის წინაშე წმიდად და შეუგინებლად შეინახეს თავი, რამნდენად სწრაფად აძლიერებდა მათში ღვთის სათნომყოფელი შრომა ამ კოცონს და მძლავრ ცეცხლად აქცევდა მას! ესენი სერაფიმთა მსგავსი სულები არიან, ცეცხლოვანნი, მსწრაფლმნოძრავნი, მრავლისმოქმედნი. ხოლო სხვებისთვის ყველაფერი მდორედ მიედინება. შესაძლოა, ეს მატი ბუნებრივი წყობაა ასეტი ან ღვთის რაიმე განზრახვის გამო ხდება, თუმცა ერთი რამ ცხადია, მათი გული მალე არ თბება. და ისე ჩანს, თითქოს მათ კეთილმსახურების ყველა საქმე უკვე გათავისებული აქვთ და მართალი ცხოვრებით ცხოვრობენ; მაგრამ არა - მათი გული მაინც არაა ისე მიმართული, როგორც უნდა იყოს. ასე არამარტო ერის ადამიანებს, არამედ მონატრის მკვიდრებსაც და თვით განდეგილებსაც ემართებათ.
    ფხიზელმა მოღვაწეებმა ღვთის შთაგონებით შეიმუშავეს განსაკუთრებული საშუალება ულისადმი უწყვეტი ლოცვის გულთან შესარწმელად და მის განსახურვებლად. ჩვენ ეს არაერთგზის ვახსენეტ. ეს მეთოდი გამოცდილია, წარმატება მოაქვს და საქვეყნოდა მიღებული, ამიტომ მისი ჯეროვნად აღმსრულებელი წარმატებას მიაღწევს.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები