ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: იესოს ლოცვა, სულიერი ბრძოლა
სულიერი ცხოვრების გამოცდილებიდან გამომდინარე, შეიძლება ძალზე სარწმუნო დასკვნა გაკეთდეს: ვისაც ლოცვაში გულმოდგინება გააჩნია, მას არ ესწავლება როგორ იაროს სრულყოფილების გზით. ლოცვაში ხანგრძლივად და მოთმინებით აღსრულებული შრომა მიიყვანს მას ლოცვის მაღალ საფეურამდე.
მაგრამ რა ქნან უძლურებმა, მოდუნებულებმა და განსაკუთრებით კი მათ, რომლებმაც, სანამ გაერკვეოდნენ იმაში, თუ რას ნიშნავს ლოცვა, გარეგან ფორმალურობაში გამყარება მოასწრეს, გულცივები გახდნენ და სავალდებულო ლოცვების ხანგრძლივი აღსრულება მხოლოდ გარეგან ჩვევად ექცათ. მათ კიდევ რჩებათ ერთი თავშესაფარი - უფლისადმი გონებრივი ლოცვის მხატვრული აღსრულება. და მართლაც, მათთვის ხომ არა მოგონილი ეს მხატვრული მოქმედება, ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, გონებით იესოს ლოცვის გულთან ხელონური შერწყმა.