ავტორი:
წმ. ანტონ ჭყონდიდელი
ნაყროვანება სიძვას წარმოშობს, როგორც ლოთს შეემთხვა ნაყროვანებისაგან სიძვა. და იოანე სინელი იტყვის:
ნაყროვანება სიძვას წარმოშობს, როგორც ლოთს შეემთხვა ნაყროვანებისაგან სიძვა. და იოანე სინელი იტყვის: "ნაყროვანება დედა არს სიძვისა". რადგან ნაყროვანება სიძვის დედა არის, ღმერთს ეს ჰნებავს - მარხვით მოვაკუდინოთ სიძვის დედა ნაყროვანება, რომ მისგან ნაშობი სიძვა ჩუენთან არ აღიზარდოს. თუ დედა სიძვისა - ნაყროვანება შენთან არის, უეჭველად მისგან ნაშობი სიძვაც შენთან იქნება. მოვიღოთ კიდევ მიზეზი მარხვისა, თუ რისთვის მოგვეცა. ჭამა ცთომას მერმე შემოვიდა, თორემ ცთომამდის ანგელოზის მსგავსად ღვთის ხედვით იზრდებოდა კაცი, ვითარცა იტყვის წინასწარმეტყველი დავიით: "და პური ანგელოზთა სჭამა კაცმან".
|