ავტორი:
წმ. თეოფანე დაყუდებული
თემა: მადლი
უფალი ხედავს შენს საჭიროებებს და შრომას. გამოგიწვდის დახმარების ხელს, გაგამაგრებს და გაგაძლიერებს ისე, როგორც საბრძოლველად გამზადებულ მეომარს. აი, ვის უნდა დაეყრდნო! სულს ხიფათი მაშინ ელის, როდესაც ის საყრდენის პოვნას საკუთარ თავში ცდილობს; მაშინ ის ყველაფერს კარგავს. ისევ დაეუფლება მას ბოროტება, ისევ დაბნელდება მასში არსებული ჯერ კიდევ სუსტი სინათლე და ჩაქრება მასში ძლივს დანთებული კოცონი. სული თუ აცნობიერებს თავის უძლურებას, ნუღარაფერს მოელის საკუთარი თავისაგან. დაე, დამცირებული დაემხოს ღვთის წინაშე; დაე, თავის გულში არარაობად შერაცხოს საკუთარი თავი. მაშინ ყოვლისშემძლე მადლი ამ არარაობიდან ყველაფერს შექმნის მასში. ვინც უკიდურესი უღირსების განცდით მიაბარებს თავს ღმერთს, ის მიიზიდავს გულშემატკივარს და მისი ძალით განმტკიცდება. თუ ყველაფერს ღვთისაგან მოველით, ხოლო საკუთარი თავისაგნ აღარაფერს, მაინც უნდა ვემზადოთ ქმედებისათვის, ჩვენი ძალების შესაბამისად, რათა მოვიპოვოთ ის, რასაც უნდა მიეახლოს ღვთაებრივი შემწეობა, გვქონდეს ის, რაც უნდა მოიცვას ღვთაებრივმა ძალამ. მადლი კი წარმოჩნდა, მაგრამ ის მხოლოდ ჩვენს მცდელობასთან თანხმობით იმოქმედებს და ჩვენს უძლურებას თავისი ძალით აღავსებს. ასე რომ, საკუთარი უღირსების განცდით ურყევად ჩაბარდი ღვთის ნებს და თავადაც იმოქმედე დაუზარებლად.