
თემა: განუწყვეტელი ლოცვა
ყოველი ლოცვა, თუ განუწყვეტლად აღვავლენთ მას, უფრო მტკიცდება, იწმინდება, უანგარო და სრულყოფილი ხდება. რაც მეტ დროს დაჰყობს ვერცხლი ცეცხლში, მით მეტად იწმინდება და ბრწყინავს; ასევე ლოცვაც, მასში მოთმინებით მყოფობის შემდეგ უმაღლეს ღირსებას იძენს, რადგან მაშინ განსაკუთრებულად გვეძლევა შესაძლებლობა, ვაჩვენოთ რწმენა, ერთგულება, მორჩილება, გულმოდგინება.