ავტორი:
წმ. სერაფიმე საროველი
თემა: სიყვარული მოყვასისადმი
მოყვასისადმი კეთილგანწყობილნი უნდა ვიყოთ, გამოხედვითაც კი არ მივაყენოთ შეურაცხყოფა. როდესაც ზურგს ვაქცევთ ანდა შეურაცხვყოფთ ადამიანს, გულზე თითქოს ლოდი გვაწვება... მოყვასისადმი ვიყოთ სიტყვითაც და აზრითაც სუფთანი და ყველას მიმართ თანაბარნი - სხვაგვარად ჩვენი ცხოვრება უნაყოფო იქნება. მოყვასი საკუთარ თავზე ნაკლებად არ უნდა გვიყვარდეს, როგორც უფალმა გვამცნო: "შეიყვარო მოყვასი შენი, ვითარცა თავი თვისი" (მთ. 19, 19)