image

თემა: გონება

გონება სულის იკონომოსია, რომელსაც მოაქვს საკვები: ის, რასაც შენ აძლევ მას. როცა გონება სიმშვიდეშია და შენ მას იმ კეთილს აძლევ, რაც მას უნდა, იგი ამას გულში ჩაუშვებს. თავიდან იგი იწმინდება იმ ცრურწმენათაგან, რომლებზეც ამსოფლად იყო დამოკიდებული, თავისუფლდება ყოფითი საზრუნავისაგან და, განუწყვეტლივ წარმოთქვამს რა ლოცვას, სრულიად აღარ მიმოიტაცება. და მაშინ ხვდები, რომ იგი განიწმინდა. რადგან უკვე აღარ იდრიკება უკეთურისა და უწმინდურისაკენ, რომელსაც ხედავდა ან ისმენდა ამსოფლად. შემდეგ ლოცვით, რომელიც გულში შედის და გამოდის, წმენდს გზას და გულიდან გამოდევნის ყოველივე სამარცხვინოს, უკეთურსა და ბილწს. რადგან გონება ომს უცხადებს ვნებებსა და დემონებს, რომლებიც მათ აღძრავენ, და რომელნიც ამდენი წლის მანძილზე ბუდობდნენ გულში. მათ შესახებ კი არავინ არაფერი უწყოდა და ვერც ხედავდნენ. მაგრამ ახლა, როცა გონებამ სიწმინდე, თავისი პირვანდელი სამოსი შეიმოსა, ხედავს მათ და როგორც ძაღლი, ისე უყეფს, უღრენს, ებრძვის, როგორც ბატონი და მცველი სულის მთელი გონიერებისა; შოლტავს მოწინააღმდეგეებს "იესოს" სახელით, რომელიც იარაღივით უპყრია, მანამ, სანამ არ გამოდევნის გარეთ, გულის გარშემო - პერიკარდში. ისინიც ყეფენ, როგორც ველური ძაღლები. გონება კი იწყებს მწვირისა და ყოველგვარი უწმინდურებისაგან განწმენდას. რომლითაც შეგვბილწეს ეშმაკებმა ყოველგვარ ბოროტებასა და შეცდომებზე ჩვენივე დათანხმებით. შემდეგ კი იგი ებრძვის ეშმაკებს, რათა განდევნოს და სრულიად მოიშოროს ისინი, რათა საერთოდ აღარ შეაწუხონ იგი. და მხოლოდ ამას იღვწის, რომ გარეთ გამოიტანოს ტალახი, რომელსაც ისინი განუწყვეტლივ შიგნით ისვრიან. შემდეგ, როგორც კარგ იკონომოსს, მოაქვს საკვები, სულის განათლებისა და სიჯანსაღის შესაბამისი.
    ყოველივე ამას განმწმენდელი მადლი შეეწევა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები