image

თემა: მონაზვნობა,  წუთისოფლის უარყოფა

ჩემო საყვარელო შვილო, უფლის მიერ გაძლიერდი! შენ ღმერთმა მოგიწოდა, არ მოუძლურდე, არამედ სასოებდე. ღვთივსათნო საქმის დასაწყისი ბრძოლებთანაა შეუღლებული, მაგრამ ღმერთი მუსრავს მათ (გამ. 15, 3). ამ ქვეყნის სამსახური წყვდიადია და მისი მემკვიდრეობა - საუკუნო ტანჯვა. დაარბილე ახლა ეს ორი მარცვალი და ამოირჩიე, რომელი გსურს. და მოვა შენთან ერთი მბრძანებელი, გამოაღვიძებს შენს ჯერ კიდევ ცივ გულს და მოგცემს ძალას, რათა სვლას მოუჩქარო ისე, როგორც საჭიროა. ნუ შიშობ, შენ გყავს მეგზური, რომელიც ღმერთთან მიგიყვანს.
ჩემო საყვარელო შვილო, უფლის მიერ გაძლიერდი! შენ ღმერთმა მოგიწოდა, არ მოუძლურდე, არამედ სასოებდე. ღვთივსათნო საქმის დასაწყისი ბრძოლებთანაა შეუღლებული, მაგრამ ღმერთი მუსრავს მათ (გამ. 15, 3). ამ ქვეყნის სამსახური წყვდიადია და მისი მემკვიდრეობა - საუკუნო ტანჯვა. დაარბილე ახლა ეს ორი მარცვალი და ამოირჩიე, რომელი გსურს. და მოვა შენთან ერთი მბრძანებელი, გამოაღვიძებს შენს ჯერ კიდევ ცივ გულს და მოგცემს ძალას, რათა სვლას მოუჩქარო ისე, როგორც საჭიროა. ნუ შიშობ, შენ გყავს მეგზური, რომელიც ღმერთთან მიგიყვანს.
492. შემიწყალე მე, მეუფეო, რამეთუ იმ შფოთის მიზეზი, რომელიც ჩემში ატეხილმა ბრძოლამ გამოიწვია, მე თვითონ ვარ. მაგრამ, დაე, შენმა ლოცვებმა გააუქმოს ისინი. როდესაც ჩემთან სტუმრად მყოფ ხორციელ ძმებს ვესაუბრე, მე ყველაფერი, რაც ჩემში კეთილი იყო, დავკარგე, იმიტომ, რომ შემდეგ გონებაში იმათ საუბარს ვიმეორებდი, და მეჩვენებოდა თითქოს კვლავ მათთან ვიმყოფებოდი. მაგრამ დამეხმარე ჩემს უდიდეს უძლურებასა და შიშში, რომელიც ცხონების გზასთან დაკავშირებით მეუფლება. არ ვიცი, როგორ ვევედრო ღმერთს; მან მომიწოდა, მე კი სწრაფად მოვიშორე ის და მისი ყველანაირი ქველმოქმედება ერთ საათში დავივიწყე. ამიტომ გთხოვ, შემიწყალე, რამეთუ ფრიად შევცოდე, და ბრძოლები, რომლებიც ჩემმა უძლურებამ და მცირედმორწმუნეობამ გამოიწვია, არ მტოვებენ. განა არ შეიძლება, და სასარებლო არ იქნება ჩემთვის, თუ ჩემიანებს მოვიშორებ, რომ ისინი ჩემთან აღარ მოვიდნენ და ამ სოფლის ხიბლი არ გამახსენონ? თქვენ ეს იცით. ჩემი გული ჯერ ისევ ცივია,და ამიტომაც ახლობლებთან შეხვედრას მხოლოდ შფოთი და ბრძოლები მოაქვს ჩემთვის. გუშინ, თქვენი მფარველობა ვიგრძენი და აზრებმა ჩემგან მცირედ უკან დაიხიეს; მაგრამ დღეს, როდესაც ერთხანს ერთ-ერთი ფსალმუნის შესასწავლად განვმარტოვდი, ისინი ისე ძლიერ დამესხნენ თავს, რომ უძლურებისაგან ოფლად დავიღვარე. ამიტომ, გთხოვ, ნუ გადამცემ ჩემი მტრების ხელში, არამედ შენი ძალით, გამაძლიერე მე უძლური, და გააუქმე მათი ხრიკები, რამეთუ ისინი საკმაოდ დამეუფლნენ. შენ ხედავ ჩემს გულს, მიჭირს ბრძოლების გაძლება. ილოცე, რომ არ დამამარცხოს ჩემმა უძლურებამ, რადგან მათ მზაკვრობას არ ვიცნობ და არ გავება მათ მახეებში, რომლებშიც მე, სანამ თქვენთან მოვიდოდი, დიდი ხანია ვიმყოფებოდი. შემინდე და ილოცე ჩემთვის, ჩემო კეთილო მამაო.
ჩემო საყვარელო ძმაო! ჩვენს მეუფეს, ღმერთს აქვს წიგნი, რომელშიც ყველა, ვინც მას მსახურებისთვის გულწრფელად მიეახლება, იწერება და მასში (მათი მსახურების შესაბამის) ნიჭებსაც პირველი დღიდანვე აღნუსხავენ. მე შევევედრე მას, ვინც ამბობს: „თუ მინდოდეს ბოროტეულის სიკვდილი, თუ ბოროტეულის მოქცევა თავისი გზიდან და მისი გადარჩენა არ მინდოდეს!“ (ეზეკ. 33, 11), რომ მან მათ რიცხვში ჩაგწეროს, ვისაც ცხონება სურს, და შენც ჩემთან ერთად შეგიწყალა და მაშინვე ჩაგწერა მან, ვისაც „ყოველთა კაცთაი ნებავს ცხოვრებაი და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლაი“ (1 ტიმ. 2, 4). შენ ეს უსასყიდლოდ მიგიღებიეს (მათე 10, 8); ახლა უკვე შენზეა დამოკიდებული დარჩები იქ ჩაწერილი თუ არა. ის, ვინც თქვა: „თუ მორჩილნი იქნებით და გამგონენი, მიწის დოვლათს შეჭამთ“ (ის. 1, 19), და ა.შ. შენი სურვილის მიხედვით შეგეწევა. აი, მე გითხარი, შენ კი საკუთარ თავს დაუკვირდი, რომ ასეთი მხედრობიდან არ ამოგწერონ და უკურნებელი ჭრილობა არ მიიღო. ამ მხედრობიდან თუ გაგრიცხავენ, მაშინ ამ სოფელშიც აღარ გამოდგები. დაე, უფალმა ბოროტისაგან დაგიფაროს და საუკუნო ცხოვრებისათვის დაგიცვას, ამინ! ჩემო შვილო, „აცადენ მკუდარნი დაფლვად თვისთა მკუდართა“ (მათე 8, 22). და დაინახავ, როგორ იდიდება ღმერთი თავის წმინდანთა რჩევებში.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები