image

თემა: ეპიტიმია

549. კვლავ დიდი ბერისაგან, ერთ-ერთ მამას, რომელმაც ჰკითხა: უნდა დაისაჯოს თუ არა მისი მოწაფე შეპასუხებისთვის მკაცრი ეპიტიმიით?
საყვარელო ძმაო, იცოდე, ჩვენი ჟამი ბოროტია. დასჯა უდავოდ კარგია, გაკვირვების ღირსია, და მას თავის სასარგებლოდ მრავალი მოწმობა გააჩნია; რამეთუ წერილი ამბობს: „რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის“ (ებრ. 12, 6), და კიდევ: „ნეტარ არს კაცი, რომელიცა განსწავლო, უფალო“ (ფსალ. 93, 12), და სხვ. მაგრამ ამ ძმას გულფიცხელობა ებრძვის; იქნებ მოითმინო და იშრომო მასთან. ამხილე, შეჰრისხენ და ნუგეშინის-ეც, მოციქულის სიტყვის თანახმად (2 ტიმ. 4, 2); და თუ ამ სასჯელს მიიღებს, მაშინ კვლავ შეიძენ მას. გულფიცხელობის უმძიმესი ძილიდან გამოაღვიძე ის, რადგან თუ მას ეკლები გაუმსხვილდება, მაშინ ფრიადი და დაუცხრომელი ტირილი მოგიწევს მისთვის. თუ ის ეკლების აღმოსაფხვრელად მანამ იშრომებს, სანამ ისინი ბალახის ღეროებივითაა, მალე განთავისუფლდება მაგ ვნებისაგან. ხოლო თუ ეს ეკლები გაუმაგრდება, მაშინ მათი აღმოფხვრა შრომასთან, ღვაწლთან და ავადმყოფობებთან იქნება შეუღლებული. ასე რომ, უთხარი მას, რათა ზედმიწევნით დაუკვირდეს საკუთარ თავს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები