image

თემა: მეგობრობა

653. მე ფრიად საყვარელი და ერთსულოვანი მეგობარი მყავდა, რომელიც უცხო მხარეში ცხოვრობს; ჩვენ ძმებივით ერთად გავიზარდეთ და ყველაფერი საერთო გვქონდა. ახლა მე დავქორწინდი, მაგრამ ისევ ძველებური ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან; თუმცა აზრი მებრძვის და მეუბნება, რომ ჩემმა ქორწინებამ შესაძლოა ეჭვი აღუძრა მას გულში და აღარა აქვს ჩემთან ძველი დამოკიდებულება.
თუ გსურს გაიგო, რა აქვს მას გულში, ასე მოიქეცი: შენი საკუთარი გული გამოიკვლიე, ქორწინების შემდგომაც ინარჩუნებ მასთან იმ დამოკიდებულებას, რომელიც ადრე გქონდა, თუ არა? და თუ აღმოაჩენ, რომ ვერ შეინარჩუნე, მაშინ ასევეა ისიც; თუ შენი დამოკიდებულება უცვლელია, მაშინ იცოდე, რომ ღვთის შეწევნით, ყოველთვის მიაგნებ გულისაებრ შენისა.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები