image

თემა: ავადმყოფობა,  ათეიზმი ურწმუნოება

652. სხვა ქრისტესმოყვარე კაცმა, რომელსაც ხორციელი ტკივილი ტანჯავდა, თხოვნა გაუგზავნა იმავე ბერს, იოანეს, რათა მას მისი განკურნებისათვის ელოცა. ბერმა უპასუხა: „უფალი მალე განგკურნავს“. მაგრამ მისი განკურნება აყოვნებდა; და ჰქონდა რა ბერისადმი დიდი რწმენა, მას უკვირდა და ამბობდა: „რას უნდა ნიშნავდეს ეს? ბერი არ იტყუება, რამეთუ ღმერთი მისი მეშვეობით ლაპარაკობს, მე კი არ ვიკურნები“. ის მონასტერში მივიდა და დიდ ბერს ჰკითხა ამის თაობაზე.
თუ გვრწამს, რომ ღმერთი არ ცრუობს და რომ „ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა“ (მარკ. 9, 23), მაშინ როგორ ვერ მიიღე ის, რაც გსურდა? ფარულად ხომ არ სახლობს შენში ურწმუნოება? მე ჭეშმარიტად მრწამს, რომ ყველაფერი, რაც ღმერთმა ძმის, იოანეს მეშვეობით გითხრა, შენზე აღსრულდება. ამიტომ ვთხოვ ქრისტესადმი შენს სიყვარულს, ნუ მიმიზიდავ მე საცხენო იპოდრომისაკენ, ვინაიდან უკვე მოვხუცდი. ამ ნათქვამით იმაზე მიგანიშნებ, რომ შენ, შენივე სიტყვებით, ჩვენთან ერთსულოვნება გქვს; არავინ არ ჰყოფს საკუთარ სულს ორად, და არ ტოვებს ერთს - ერთ, ხოლო მეორეს მეორე საქმიანობაში. მაშ, იცოდე, მე არ ვწყვეტ ღვთისადმი ლოცვას, სანამ ის ჩემთან ერთად არ შეგიყვანს ბჭეთა მისთა აღსარებითა და ეზოთა მისთა გალობითა (ფსალ. 99, 4). მოისმინა რა ეს ქრისტესმოყვარე კაცმა, გაიკვირვა, თუ საიდან იცოდა ბერმა საცხენო იპოდრომის შესახებ (სადაც ის დადიოდა) და ღმერთი განადიდა. ამიერიდან იგი გაურბოდა მსგავს მავნე სანახაობებს.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები