თემა: მემთვრალეობა
ნუ დათვრებით ღვინითა, რამეთუ მოსდევს სიბილწე.
ერთ ეგვიპტელ მეუდაბნოეს ეშმაკი დაჰპირდა, რომ აღარ შეაწუხებდა, თუ ის სამიდან ერთ ცოდვას მაინც ჩაიდენდა. არჩევანი ასეთი იყო: მკვლელობა, მრუშობა და სიმთვრალე.
-ჩაიდინე რომელიმე ცოდვა: ან კაცი მოკალი, ან იმრუშე, ანდათვერი და ამის შემდეგ სიმშვიდეში იცხოვრე, აღარ შეგაწუხებ,-უთხრა მან.
მეუდაბნოემ იფიქრა: "კაცი მოვკლა? მეშინია, რადგან ეს უდიდესი ცოდვაა, რომელიც საღმრთო სამართლითაც სიკვდილით ისჯება და სამოქალაქოთიც. ვიმრუშო? სირცხვილია, სხეულის სისუფთავე ჯერ უცნობი სიბილწით რომ დავღუპო შეურაცხვყო. დათრობა კი თითქოს არ უნდა იყოს დიდი ცოდვა, რადგან მთვრალი გამოიძინებს და გამოფხიზლდება. დავთვრები, რომ ეშმაკმა აღარ შემაწუხოს და შემდეგ უდაბნოში მშვიდად ვიცხოვრებ".
მან თავისი ხელსაქმე ქალაქში წაიღო, გაყიდა და დუქანში შევიდა. ეშმაკის მანქანებით, მთვრალს ერთ ურცხვ მეძავთან მოუხდა საუბარი, მოიხიბლა და მასთან დაეცა. ცოდვის ჩადენისას მათ ქმარმა მოუსწრო და ცოლის შეურაცხმყოფელს ცემა დაუწყო, მან კი ცემითვე უპასუხა, მოერია და მოკლა.
ასე რომ, განდეგილმა სიმთვრალით დაიწყო, შემდეგ იმრუშა და ბოლოს მოკლა კიდეც.სიფხიზლეში მას ამ ცოდვების ეშინოდა და ერიდებოდა, მთვრალმა კი ჩაიდინა და თავისი მრავალწლოვანი ღვაწლი დაღუპა. მხოლოდ ჭეშმარიტი სინანულით შეძლო მან, კვლავ მოეპოვებინა დაკარგული, რადგან, ღმერთის გულმოწყალებით, სინანულით მოქცეულ ადამიანს ცოდვის გამოდაკარგული ადრინდელი დამსახურება უბრუნდება.
აი, როგორ უბიძგებს სიმთვრალე ცოდვებისკენ და სათნოებების დაღუპვის გამო ადამიანს ხსნას აკარგვინებს. მემთვრალეობა, თუკი რამეს ნახავს ადამიანში - ქალწულებას, სირცხვილს, გონებას, სიმშვიდეს, მორჩილებას - ყველაფერს კანონის დარღვევის უფსკრულში მოაქცევს. განა არ დაკარგავს ხსნასა და ზეციურ სამკვიდრებელს ადამიანი, რომელსაც მემთვრალეობა ყველა სათნოებას ჩამოაშორებს? ჭეშმარიტებას ამბობს მოციქული: "მემთვრალეთა... სასუფეველი ღმრთისაი ვერ დაიმკვიდრონ"(1 კორ. 6, 10)