image

თემა: ნაყროვანება მუცელღორობა

ერიდეთ მუცლის ამოვსებას, ანუ ისეთ მდგომარეობას, მატყუარა გული ეუბნება საკუთარ თავს: ახლა კმარა, მეტი არაფერი აღარ მსურს. ვიშრომეთ, ყველაფერი მოვაწესრიგეთ და მოსვენებაც შეიძლებაო. ისრაელის შესახებ ნათქვამია: "განსუქნა, განიშუა, გავრცნა" (მეორ. რჯ. 32, 15). სადაა განცხრომის ზღვარი? ან შედეგი როგორიღაა? - "და დაუტევა ღმერთი". თუმცა იქ ნაგულისხმევია სხეულებრივი გაძღომა და საკუთარი ყოფითი მდგომარეობით კმაყოფილება. მაგრამ ეს სრულიად მიესადაგება სულიერ სიმაძღრეს და საკუთარი შინაგანი მდგომარეობით კმაყოფილებას. შედეგიც იგივეა - ღმერთის დავიწყება. როცა ყველაფერი ყელამდე ივსება, რაღა საჭიროა ლოცვა ღვთისადმი, ან მასზე ფიქრი? ამ მდგომარეობამდე თვითკმაყოფილება თუმცა უცებ არ მიდის, მაგრამ ჩანასახში ის მაინც არსებობს. მაძღრობის პირველივე ზემოქმედება ვლინდება ყურადღების მოდუნებით და დათმობით. ამას ვინც დაუშვებს, დაიწყებს დაცურებას ქვევითკენ, როგორც ცურდებიან ფეხმოუკიდებელი მთის ფერდიდან. ეს უბედურებაა. ფხიზლად იყავით!
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები