თემა: გმობის გულისთქმები


ნეტარი მარიამ ლაოდიკიელის ცხოვრებიდან.

ერთ სულმოკლე და შიშნეულ ყმაწვილ ქალზე ღვთისმგმობი ზრახვების ქარბორბალათი აღდგა ეშმაკი, გონებაში ყოველივე უჯეროს ეუბნებოდა ღმერთზე, ყოველ საღმრთო საგანსა და წმიდა ხატებზე; ისე მძაფრად შეაშფოთა და არია იგი, რომ საბრალო ქალიშვილი უკვე იმას ფიქრობდა, სარწმუნოებისგანაც განვვარდი და ღმერთისგანაც უარყოფილი ვარო. ამიტომ აღარც სალოცავად უნდოდა ბაგეთა განხმა, არც ტაძარში წასვლა და არც წმიდა საიდუმლოთა ზიარება. როცა ამგვარი ეჭვებისა და შეცდომილებისგან მისი ხსნა ვერავინ შეძლო, ქალიშვილი ნეტარ მარიამთან მიიყვანეს. მან კი, ბრძენმა და ღვთივსულიერმა დედამ, გულმოდგინე ზრუნვით ამ შეცდომილებისგან განაშორა იგი; დიდად დაშვრა მისთვის მარხვით, ლოცვით, ბევრს დამოძღვრავდა, ასწავლიდა მას და განუმარტავდა, რომ მკრეხელი, ღვთისმგმობი ბოროტი ვერაფერს ავნებს ადამიანის სულს და ასეთი აზრები არც შეერაცხება მას ცოდვად, როცა სული არათუ არ შეიწყნარებს, არ იწონებს ამ გმობებს და არ არის მათი თანა-ჯერმჩინებელი, არამედ სძაგს კიდეც ისინი და მკრეხელური ზრახვების ეს სიძულვილი მისი შეშფოთებული გულის დასამშვიდებლად სავსებით საკმარისია
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები