თემა: სიმდაბლე, სიყვარული მოყვასისადმი
ძმათა მეამბოხე სული სიყვარულმა და თავმდაბლობამ მოდრიკა.
ხშირად ხორბალს შორის ამოვა ხოლმე ღვარძლიც, ვენახში კი - ეკალი. ელისეს ჰყავდა მოწაფე გიეზია, სამოციქულო ხარისხში - იუდა. ზუსტად ასე ღირსი საბას სავანეშიც აღმოჩნდნენ ავზნიანი ძმები, რომლებიც წმიდა მამას სახალხოდ შეურაცხჰყოფდნენ. მალე ავისგანმზრახველებმა იმდენი მოახერხეს, რომ ჩუმად წავიდნენ იერუსალიმში პატრიარქ სალიუსტისთან თხოვნით, მათთვის იღუმენი მიეცა. მათ იცოდნენ, რამდენად ცნობილი იყო ყველგან საბას სახელი. ამიტომ მეამბოხეები თავდაპირველად ცდილობდნენ, დაეფარათ ეს და მხოლოდ ის თქვეს, რომ ცოტა ხნის წინ ისინი რომელიღაც უდაბნოს წყაროსთან დასახლდნენ. მაგრამ ბოლოს მაინც იძულებულნი გახდნენ, სიმართლე ეღიარებინათ; როდესაც პატრიარქმა მათ ჰკითხა:
-სად არის საბა? - კითხვაზე პასუხისას ცილისწამება დაიწყეს, რომ საბა უმეცარი და უხეშია, ძმობის მართვა არ იცის; უფრო მეტიც, არც თვითონ შეუძლია და არც სხვას აძლევს ნებას, მღვდელი გახდეს. ამის მოსმენაზე პატრიარქმა იკითხა:
-თქვენ მიიღეთ საბა? თუ პირიქით, მან მიგიღოთ?
როდესაც უპასუხეს, რომ საბამ მიიღო ისინი, სალიუსტიმ თქვა:
-თუ ამ ბერმა უდაბნოში თქვენი შეკრება შეძლო, არა მგონია, თქვენი მართვა არ შეეძლოს.
შემდეგ ისინი ყოველგვარი გადაწყვეტილების გარეშე დატოვა და წმიდა საბას მოსაყვანად კაცი გაგზავნა; ისე, რომ საჩივარი არ მოუხსენიებია, დაუყოვნებლივ, მისი წინააღმდეგობის მიუხედავად, პრესვიტერის ხარისხში აიყვანა იგი; მშფოთვარე ძმები საკმარისად განსწავლა და უბრძანა, ღირს მამასთან ერთად სავანეში დაბრუნებულიყვნენ.
მაგრამ ბოროტება არ ჩამცხრალა, მხოლოდ ფერფლის ქვეშ იმალებოდა: მეამბოხენი კვლავ აღდგნენ ღვთის კაცის წინააღმდეგ. თავისდა სამწუხაროდ, მან შეიტყო, რომ ზოგიერთი ძმათაგანი, ტომით სომეხნი, ერესის მიმდევარნი გამხდარიყვნენ და მისი და მოძღვრის მოსმენა არ სურდათ. მაშინ საბამ მრისხანებასა და გასასტიკებას დაუთმო და უდაბნოში წავიდა. მეამბოხე ბერები ამ ამბავმა გაახარა; ხმები დაყარეს და პატრიარქ ილიამდეც კი მიიტანეს, თითქოს ღირსი საბა მხეცებმა შეჭამეს და სხვა წინამძღვარი მოითხოვეს. მაგრამ პატრიარქმა მხოლოდ ცივად უპასუხა:
-ვიცი, რომ ღმერთი მართლმსაჯულია, თქვენი მამის კეთილი საქმეებიც უწყის და მხეცებისგან მის დაღუპვას არ დაუშვებს; დაელოდეთ მის დაბრუნებას.
ამის შეტყობაზე წმიდა მამა შეწუხდა და თავად დაუწყო პატრიარქს ვედრება, სავანის წინამძღვრობიდან გაეთავისუფლებინა. მაგრამ პატრიარქს მისი მოსმენაც არ სურდა.
-ვერ ავიტან, რომ შენს ნაშრომს სხვები დაეპატრონონ, - უთხრა მან და კვლავ გაგზავნა სავანეში სიგელით, რომელშიც მეამბოხეებს აყვედრიდა, უბრძანებდა, უსიტყვოდ მიეღოთ იგი, ურჩობის შემთხვევაში კი ღვთის მრისხანებით ემუქრებოდა.
თითქოს პატრიარქის ამ სიტყვას ქუხილის მსგავსად უნდა განეგმირა მეამბოხე სულები; როდესაც მისი სიგელი ეკლესიის შუაგულში წაიკითხეს, მეამბოხეებმა ყვირილი დაიწყეს; აყვედრიდნენ, აწყენინებდნენ, ავსიტყვაობდნენ უმწიკვლო ბერზე; შემდეგ დაუყოვნებლივ მოაგროვეს რაც საკუთარი ებადათ და სხვა სავანეში წავიდნენ. მაგრამ ცუდი სახელი თან სდევდათ და მეამბოხეებს არსად იღებდნენ. ბოლოს ისინი ე.წ. „ფეკუტის ნაკადში“ გაჩერდნენ და იქ დაიწყეს ცხოვრება ღვთისა და კაცთაგან უარყოფილებმა.
ღირსი საბა ხარობდა, რომ მის მონასტერს განხეთქილების სული განეშორა, მაგრამ მეამბოხე ძმების დაღუპვაზე წუხდა. მალე შეიტყო, რომ ისინი უკიდურეს შეჭირვებაში იმყოფებოდნენ, ყველაფერი აკლდათ და უმწყემსო ცხვრებივით ცხოვრობდნენ. მამობრივმა გულმა წყენა დაივიწყა და მხოლოდ მათი უბედურება ახსოვდა. მან საკმარისი რაოდენობით სასმელ-საჭმელი წაიღო და მათთან წავიდა. სურდა, მათი მრისხანება დაეცხრო და დახმარებოდა. მას გინებით დახვდნენ, მაგრამ წმიდა მამა ლოცავდა მათ, ცდილობდა დაეყოლიებინა, როგორც ძმებსა და სულიერ შვილებს, მისი ძღვენი მიეღოთ. შემდეგ მან თავისი ერთ-ერთი მოწაფე იერუსალიმის პატრიარქთან გაგზავნა და შეევედრა, ისინი თავის მფარველობაში მიეღო, მათ დაბინავებას კი საკუთარ თავზე იღებდა. წმიდანის თანხმობისა და სამოცდაათი ოქროს ფულის მიღების შემდეგ მათთან ხუთი თვე დაჰყო: ეკლესია დაუარსა, სენაკები მოუწყო, თავისი ლავრიდან გაუგზავნა წინამძღვარი, აიძულა ისინი, მათივე ნების წინააღმდეგ შეჰყვარებოდათ და დამშვიდებული დაბრუნდა