თემა: ღვთისათვის თავგანწირვა
ალექსანდრიის ეპისკოპოსმა, წმიდა პეტრემ ამბოხის თავიდან ასაცილებლად თავი სასიკვდილოდ გაწირა.
როდესაც ღვთის მოსაგრე პეტრე ღვთის სიტყვის ქადაგებისთვის საპყრობილეში ჩააგდეს და სიკვდილი მიუსაჯეს, ალექსანდრიასა და მის მიდამოებში მცხოვრები ყველა ქრისტიანი უდანაშაულო ვნებულისკენ გაემართა და დღესა და ღამეს იმ ჭიშკართან ატარებდნენ, სადაც წმიდა მამა ჰყავდათ დატყვევებული. მხედართმთავარნი, რომელსაც სასჯელი უნდა აღესრულებინა, ჯერ დიდხანს ელოდა, შემდეგ ძალით ცდილობდა ხალხის განდევნას, რომელიც თავისი მწყემსისკენ მოედინებოდა, მაგრამ ხედავდა, რომ მისი განზრახვა ამაო იყო. რამეთუ როგორც კი მხედრები მიუახოვდებოდნენ, ყველა ყვიროდა, რომ საკუთარ სულს უფრო ადვილად გასწირავდა, ვიდრე მას მიატოვებდა. მხედართმთავარს ძალადობისთვის უნდა მიემართა, ამის გამო კი, შესაძლოა, საშინელი ამბოხი დაწყებულიყო.
წმინდა პეტრე ხედავდა, რომ მხედართმთავარს მისი მოკვლა გადაეწყვიტა, ქრისტიანები კი მტკიცედ იდგნენ იმ აზრზე, რომ სისხლის უკანასკნელ წვეთამდე დაიცავდნენ.
მის ადგილას სხვა, სიკვდილის თავიდან არიდების საშუალებას ადვილად იპოვიდა, მაგრამ ღირსი მამა ასე როდი ფიქრობდა: ის, ერთი მხრივ შიშობდა საერთო სახალხო კაცისკვლაზე, თუ შემდგომშიც ეკლესიის გულმოდგინე შვილების დაცვაში დარჩებოდა; მეორე მხრივ კი, თვით ქრისტიანობის მდევნელი პატივს სცემდა მეფეს და წმინდად ემორჩილებოდა მის ნებას. ამ გრძნობებით შთაგონებულმა, მან მრავალგზის სთხოვა თავის ხალხს, რათა სამამულო კანონის ხელში გადაეცათ ის, მაგრამ მუდამ ერთხმად ესმოდა:
-ღვთის კაცო! რა გვეშველება უშენოდ, საბრალო, დაუცველ ქრისტიანებს?
ქრისტეს წმინდანმა თავისი სამწყსო ღვთაებრივ ჩანაფიქრს მიანდო და მტკიცედ გადაწყვიტა, მხოლოდ თვითონ მომკვდარიყო და მრავალი ადამიანი ეხსნა.
მან ხალხისგან მალულად ერთ-ერთი მცველი მხედართმთავარს გაუგზავნა წინადადებით, რომ თუ მეფის ნების აღსრულება სურდა, ღამით მეორე მხრიდან მისულიყო, კედლის ქვეშ გაეთხარა, წაეყვანა იგი და როგორც სურდა, ისე მოქცეოდა... მხედართმთავარს გაუკვირდა მართალი მამის ასეთი უშიშრობა და, ამავდროულად, გაუხარდა კიდეც მისი რჩევა, რამეთუ იმედოვნებდა, რომ ამ მოხერხებული საშუალებით თავისი მეფისთვის ესიამოვნებინა.
ზამთრის ბნელი ღამე იყო; ქარი საშინლად ხმაურობდა. მის სულიერ შვილთაგან ვერცერთმა ვერ გაიგო, როგორ გამოთხარეს საპყრობილის ქვეშ, ღვთის მოსაგრე გამოიყვანეს და თავი მოჰკვეთეს. ქრისტიანებმა კი მხოლოდ მეორე დღეს შეიტყვეს, რომ მათი მწყემსი და მასწავლებელი მოწამეობრივი სიკვდილით აღესრულა