ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მემთვრალეობა
ეშმაკეულთაგან არა რაით განყოფილ არს კაცი მომთვრალე. ეშმაკეულთა ყოველნი სწყალობენ, ხოლო კაცი მომთვრალე - ყოველსა სძაგს და სძულობენ ამისთვის, რამეთუ ნებსით თვისით მისცემს თავსა თვისსა წარსაწყმედელად და ჰყოფს პირსა თვისსა, და თვალთა, და საყნოსელთა და ყოველთავე ასოთა, უსაძაგლეს მწვირისა. ხოლო შინაგანი თუ მისი იხილო, ჰპოვო სული იგი ზამთარსა შინა, და ნეფხვასა (ხმელი ყინვა) ძნელსა განყინული და უხმარი ყოველსავე საქმესა ზედა კეთილსა. ხოლო ბოროტთა მიმართ საქმეთა - მხურვალე და მოსწრაფე.