image

თემა: მემთვრალეობა,  ნაყროვანება მუცელღორობა


სწავლა ჲგ. ნაყროვანებისათვის და მთვრალობისა.

ძმანო ჩემნო! რაიმცა იყო ბოროტი (რომელი ბოროტი იყოს), რომელი არა იქმნებოდის ნაყროვანებისაგან და მთვრალობისა? რამეთუ კაცსა უძვირეს ღორთასა გამოაჩინებს: ღორი მწვირესა შინა ინწუპების და საჭმელ მისა არიან სიმყრალე, ხოლო მომთვრალე და ნაყროვანი უძვირეს მისა არს - რამეთუ გულის-თქმათა მოიპოვებს უცხოთა ბუნებისაგან, და ტრფიალებათა უსჯულოთა ფრიად საძაგელთა. და უფროსღა ვსთქვა, თუ ეშმაკეულთაგან არა რაით განყოფილ არს კაცი მომთვრალე. ეშმაკეულთა ყოველნი სწყალობენ, ხოლო კაცი მომთვრალე - ყოველსა სძაგს და სძულობენ ამისთვის, რამეთუ ნებსით თვისით მისცემს თავსა თვისსა წარსაწყმედელად და ჰყოფს პირსა თვისსა, და თვალთა, და საყნოსელთა და ყოველთავე ასოთა, უსაძაგლეს მწვირისა. ხოლო შინაგანი თუ მისი იხილო, ჰპოვო სული იგი ზამთარსა შინა, და ნეფხვასა (ხმელი ყინვა) ძნელსა განყინული და უხმარი ყოველსავე საქმესა ზედა კეთილსა. ხოლო ბოროტთა მიმართ საქმეთა - მხურვალე და მოსწრაფე.
    მრცხვენის თქმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხვევიან კაცთა მთვრალობისაგან, არამედ მესმიან მრავალთაგან შემდგომად მთვრალობისა, ვითარმედ: "ნუმცა არს ღვინოი, რამეთუ მით იქმნებიან საქმენი უჯერონი"-ო.
    ჰოი უგუნურება ესე, სხვანი იქმან ბოროტსა და შენ ნიჭთა ღვთისათა აბრალებაა? კაცო, უგულისხმოო! არა თუ ღვინომან ჰქმნა უჯერებაი, არამედ ბილწებამან უძღებად მსმელთამან. ესრეთ იტყოდე: "ნუმცა არს მთვრალობაი, ნუმცა არს უძღებებაი", ხოლო უკეთუ იტყვი: "ნუმცა არს ღვინოი, რამეთუ მისგან იქმნების მთვრალობაი", კვალად სხვასა ჟამსა სთქვა:
    "ნუმცა არს რკინაი, რამეთუ იქმნებიან კაცის კვლანი"
    "ნუმცა არს ღამე, რამეთუ იპარვენ მპარავნი"
    "ნუმცა არს დედაკაცი, რამეთუ იმრუშებენ მეძავნი"...
    და ესრეთ ყოველთავე დაბადებულთა დახსნა ჰსთქვა შენ. გარნა ნუ ესრეთ იქმ შენ, რამეთუ ესე საქმე საეშმაკო არს. ნუმცა აბრალებ ღვინოსა, არამედ მთვრალობასა, რამეთუ მოგვეცა ღვინო სიხარულად წესიერად, არა უშვერებად და უწესოდ. ღვინიო მოგვეცა ხორცთა განმაძლიერებელად, არა თუ ხორცთა და სულისა დამხსნელად. კეთილი ნიჭი მოგვანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩვენ უზომოებითა ვჰყავთ იგი შეურაცხ. ისმინე, რასა ეტყვის პავლე ტიმოთეს: "ნუ წყალსა ხოლო ჰსვამ, არამედ ღვინოცა მცირედ იხმიე სტომაქისათვის და ზედას ზედა უძლურებისათვის შენისა". ხოლო უკეთუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავს იდვა სმაი ღვინისა ვიდრემდის უბრძანა მოძღვარმან, რაიმცა სიტყვა მივუგოთ ჩვენ ღმერთსა, რომელნი ესე სიმრთელესა შინა ვითრობით?
    ღვინოი სიხარულად მოგვეცა, ვითარცა იტყვის დავით: "ღვინომან ახარის გულსა კაცისასა", ხოლო შენ, ჰოი მომთვრალეო! ესე ვითარი ესე საქმე მისი განჰრყვენ, რამეთუ, ვითარიღა არს სიხარული იგი, ოდეს კაცმან გონება თვისი წარიწყმიდოს და მიმოიჭრებოდეს, და ყოველივე გარემოსულად უჩნდეს და თვალნი მისნი ბნელ იყვნენ. და ყოველივე ბოროტი თავსა ზედა მისსა დაკრებულ იყოს, და სული მისი დანთქმულ იყოს მწვირესა ცოდვისასა? არამედ გევედრები, მორწმუნენო, ვიჯმნათ უზომოსა შვებისაგან და მთვრალობისა, და ვზრუნვიდეთ წესიერებისათვის, რათა ხორციელიცა სიმრთელე მოვიგოთ და სულნი ჩვენნი ვიხსნეთ ნაწილისა მისგან მდიდრისა, რომელი დაისაჯა ცეცხლსა შინა საუკუნესა. უფროსღა ვიღვაწოთ ლაზარესთანა გლახაკისა, წიაღთა მათ აბრაჰამისთა მისვლად და საუკუნეთა კეთილთა მკვიდრ ყოფად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით, და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები