ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ნაყროვანება მუცელღორობა
სწავლა ჲბ. თავი კა. ნაყროვანებისათვის.
ნაყროვანება წყლისა მსგავს არს: აღმოივსის მუცელი თვისი ძლიერად და მყის დაცალიერდის, ხოლო ხრწნილებაი, ვითარცა წყალსა, უჩინო ჰყოფს მას, და მან მეყვსეულად კვალად აღმოივსის და მარადის, ვითარცა წყალი, ჰსდინ იგი!
ხოლო შვება და ნაყროვანება არა თვით ოდენ განიხრწნების, არამედ მისთანა ძლიერებასაცა და სიწმიდესა სულისასა წარღვნის და ხორცთა სიმრთელესა დაჰხსნის. რამეთუ მდინარე მძაფრი არა შესჭამს კიდეთა თვისთა. ესრეთ, ვითარცა მრავალნი ჭამადნი სიმრთელესა დახსნიან. და უკეთუ სამკურნალოდ მიხვიდე და ჰკითხო, გესმას, ვითარმედ ყოველი მიზეზი სენთა ჭამისაგან არს, ხოლო ტაბლა ლიტონი სიმრთელისა დედა არს. ამისთვის მკურნალთა არა განძღომასა სიმრთელედ უწოდეს და წერილ არს წიგნთა მათთა, ვითარმედ: "არა განძღომაი ჭამადითა არს სიმრთელე". აწ უკვე ნაკლულევანება ჭამადთა - დედა არს სიმრთელისა, ხოლო სიმაძღრე დედა არს ყოვლისა სენისა. რამეთუ ნიკრისი (ავი ქარი) და სიბრმენი, და თრთოლანი, და სიცოფენი და მამაცნი, და თავ ქედნი (თავ კისრის სენი), გრძელნი და სხვა მრავალი არა ნაკლულევანებისაგან, არამედ ნაყროვანებისაგან არს. ხოლო იხილეთ სულისაცა სენნი, რომელნი ნაყროვანებისაგან იშვებიან: ანგარება, უდებება, ბილწება, და ძილი და სხვა მრავალი ბოროტი, - და კვალად გემოიცა არა არს ჭამასა შინა ნაყროვანებითსა, რამეთუ მარხვა დედა არს გემოვანად ჭამისა, ხოლო სიმაძღრე დახსნის და განჰრყვნის გემოსა ჭამადთასა. ამისთვის უკვე, ვინათგან ესრეთ ბოროტ არს ნაყროვანებაი, ვივლტოდეთ ძმანო, სიმთვრალისაგან და სიმაძღრისა, და ვიშვებდეთ უფლისა მიმართ, რამეთუ მან მოგვცეს ჩვენ თხოვაი გულისა ჩვენისა და საუკუნენი კეთილნი მოგვანიჭნეს, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი