ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მემთვრალეობა, ღვინო
მრცხვენის თქმად მრავალთა მათ ბოროტთა, რომელნი შეემთხვევიან კაცთა მთვრალობისაგან, არამედ მესმიან მრავალთაგან შემდგომად მთვრალობისა, ვითარმედ: "ნუმცა არს ღვინოი, რამეთუ მით იქმნებიან საქმენი უჯერონი"-ო.
ჰოი უგუნურება ესე, სხვანი იქმან ბოროტსა და შენ ნიჭთა ღვთისათა აბრალებაა? კაცო, უგულისხმოო! არა თუ ღვინომან ჰქმნა უჯერებაი, არამედ ბილწებამან უძღებად მსმელთამან. ესრეთ იტყოდე: "ნუმცა არს მთვრალობაი, ნუმცა არს უძღებებაი", ხოლო უკეთუ იტყვი: "ნუმცა არს ღვინოი, რამეთუ მისგან იქმნების მთვრალობაი", კვალად სხვასა ჟამსა სთქვა:
"ნუმცა არს რკინაი, რამეთუ იქმნებიან კაცის კვლანი"
"ნუმცა არს ღამე, რამეთუ იპარვენ მპარავნი"
"ნუმცა არს დედაკაცი, რამეთუ იმრუშებენ მეძავნი"...
და ესრეთ ყოველთავე დაბადებულთა დახსნა ჰსთქვა შენ. გარნა ნუ ესრეთ იქმ შენ, რამეთუ ესე საქმე საეშმაკო არს. ნუმცა აბრალებ ღვინოსა, არამედ მთვრალობასა, რამეთუ მოგვეცა ღვინო სიხარულად წესიერად, არა უშვერებად და უწესოდ.