ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: სიკვდილის ხსოვნა
სიკვდილის სურვილი ყოველთვის არ არის გამართლებული. ზოგჯერ ადამიანი ჩვეულების ძალით ცოდვებს იმრავლებს და სიმდაბლით ნატრობს სიკვდილს; სხვებს სინანული არ სურთ და სასოწარკვეთილებისგან სიკვდილს უხმობენ; სხვებს არ ეშინიათ, რადგან თავმაღლობით საკუთარ თავებს უვნებელობაში მყოფებად თვლიან. არიან ისეთებიც (თუკი ასეთი ჩვენს დროში იპოვება), რომლებიც სულიწმიდის შთაგონებით აქედან გასვლას ნატრობენ.