image

თემა: ცხოველები

47. ცხოველთა სახეობები სხვადასხვა საჭიროებისთვის შემოიყვანა ღმერთმა თავისი სიტყვით, - კერძოდ, ერთნი როგორც შესაჭმელნი, მეორენი როგორც მსახურნი, - ადამიანი კი შექმნა მან თავისდა მჭვრეტად, რომ მას, მადლიერს, განემარტა უფლის საქმენი. ადამიანებიც ამასვე უნდა ეშურებოდნენ, რომ არ მოხდეს ისე, რომ მოკვდნენ ისინი როგორც ღვთისა და მის საქმეთა ვერმჭვრეტნი და ვერშემცნობელნი, ვით უგუნური პირუტყვები. მართებს კი ადამიანს იმის ცოდნა, რომ ღმერთს ძალუძს ყოველივე, ხოლო ყოვლისშემძლეს წინ ვერაფერი დაუდგება. პირიქით, არაფრისგან ყოველივე, რაც ინება, თავისი სიტყვით შექმნა მან და ქმნის ადამიანთა ცხონებისათვის
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები