image

თემა: ცხოველები

358. რატომ დაადგინა ღმერთმა დაუნდობელი მტრობა ადამიანსა და გველს შორის?
ვინაიდან ეშმაკი მტერი გახდა ადამიანთა მოდგმისა (მას შემდეგ, რაც მან ადამი აცდუნა), ღმერთმა დაადგინა ჩვენში მისდამი მტრობა. ამიტომ იმ მხეცს, რომელიც ემსახურება ეშმაკს, რისხვა დაატეხა თავს სიტყვებით: „მტერობა დავდვა შორის შენსა და შორის თესლისა მისისა“ (დაბ. 3.15). ასე ბრძანა, რადგან ჭეშმარიტად მავნებელია უკეთურთან შეწყობა და შეთანხმება, ვინაიდან სიყვარულის კანონი მსგავსებით შეერთებულთა შორის მოქმედებს, ამიტომ კარგად არის ნათქვამი: "განხრწნიან წესთა კეთილთა ზრახვანი ბოროტნი" (1 კორ. 15.33)... უკეთურთა მიმართ სიყვარულის ჩვეულება დიდ ბოროტებას დატოვებს სულში, თუმცა, შეიძლება იმ წუთას ვერ ვხვდებოდეთ ამას. ამიტომ გვიბრძანა დაუნდობელი მტრობა გველისადმი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები