image

თემა: სასწაულები


მირონდენა სასწაულმოქმედი ხატიდან

13 წლის ასაკში მხედველობა დავკარგე, რაც ადვილი შესაგუებელი არ იყო არც ჩემთვის და არც ჩემი ოჯახის წევრებისთვის. ჩვენ გამოსავალს ვეძებდით, რათა, ფიზიკური კურნება თუ არ მოხდებოდა, სულიერად მაინც გავძლიერებულიყავით.
    მამა გაბრიელთან პირველი შეხვედრისა და გაცნობის დღე საოცრად უჩვეულო და მოულოდნელი იყო. იმ დღეს სამთავროს მონასტერში მირონმდინარე ხატების მოსალოცად ვიყავით ჩასულები. მაშინ საერთოდ არაფერი გვსმენოდა ამ მადლიანი ბერის შესახებ. უბრალოდ, სურვილი გვქონდა, სასწაულმოქმედი ხატებიდან გადმოდენილი წმინდა მირონი გვეცხო, მაგრამ არ ვიცოდით, როგორ მოვქცეულიყავით. ამ ყველაფრის გარკვევაში ახლადგაცნობილი, აწგარდაცვლილი არქიმანდრიტი საბა (კუჭავა, იმჟამად ერისკაცი გიორგი) დაგვეხმარა.
    ღვთის დაშვებით, ჩვენს გასაძლიერებლად ერთი სასწაულიც მოხდა: წმინდა მირონი, რომელიც ხატებიდან მთელი ერთი კვირის განმავლობაში უწყვეტად მოედინებოდა, ჩვენი ჩასვლისას უკვე ორი დღის შეწყვეტილი იყო, მაგრამ ღვთის მადლით ერთი წვეთი კვლავ გადმოდინდა და იღუმენიას კურთხევით ვიცხეთ.
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები