ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: სასწაულები
ნეტავ მეტი აღარაფერი მითხრასო
ჩვენთან ყოფნის დროს, მამა გაბრიელმა მრავალი გააოცა თავისი წინასწარმეტყველებითა და აზრის შეცნობის ნიჭით. მაგალითისთვის რამდენიმე ფაქტს გავიხსენებ: მას ჩვენი მეზობელი გოგონა ქ. ა. გავაცანით, თუმცა, აღმოჩნდა, რომ გოგონას ჩვენზე უკეთ იცნობდა მამა გაბრიელი. ბერმა მას პირჯვარი გამოსახა და დაუწყო საუბარი მის განვლილ ცხოვრებაზე, შემდეგ მომავალიც უწინასწარმეტყველა. ამგვარი საუბარი ჩემი მეზობლისთვის უცხო იყო და შეშინებულს გულში გაუფიქრია, ნეტავ მეტი აღარაფერი მითხრასო. მამა გაბრიელიც მყისიერად შეჩერდა და მიუგო: კარგი, მეტს აღარაფერს გეტყვი!