ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი(ურგებაძე)
თემა: სიცრუე, სასწაულები
მამა გაბრიელის მიერ მხილებული სიცრუე
ერთ-ერთმა მორწმუნემ ო. ნ.-მ სთხოვა მამა გაბრიელს, ცოტა ხნით რაღაც საქმეზე გაეშვა, მაგრამ ისე მოხდა, რომ ძალიან შეაგვიანდა და, თავის გამართლების მიზნით, ტყუილის თქმა მოუწია. ჩვენ არ მოგვისმენია მისი და მამა გაბრიელის საუბარი, მაგრამ, როგორც თვითონ გვიამბო, მისი სიცრუის პასუხად მამა გაბრიელს ყველა ადგილი და შენობა ჩამოუთვლია, სადაც ის იყო.