ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: ბოროტება
91. ბოროტება ბუნებას თან ახლავს, როგორც ჟანგი სპილენძს და ჭუჭყი სხეულს, მაგრამ არც სპილენძის ოსტატს შეუქმნია ჟანგი, არც მშობლებს - ჭუჭყი. ამგვარადვე, არც ღმერთს შეუქმნია ბოროტება. პირიქით, მისცა მან ადამიანს ცოდნაც და განსჯაც, რომ გაჰქცეოდა იგი ბოროტებას, ეცოდინებოდა რა, რომ ივნებდა და გაიტანჯებოდა მისგან. ამიტომაც, შენც ფხიზლად ჭვრიტე, რათა არ მოხდეს ისე, რომ ძალაუფლებითა და სიმდიდრით ბედნიერი ადამიანის დანახვაზე ეშმაკისგან მოხიბლულმა ნეტარჰყო იგი, არამედ მყისვე სიკვდილი გქონდეს თვალწინ და მაშინ არანაირ ბოროტებას, არაფერს ამქვეყნიურს არასოდეს აღარ ისურვებ.