image

თემა: სათნოებები

90. კეთილმსახურებით მცხოვრები ადამიანი არ ანებებს უკეთურებას, რომ მის სულში შემოაღწიოს, ხოლო როდესაც მასში ბოროტება არ არის, სულით უსაფრთხოდ და უვნებლად ჰგიეს იგი; ვერც მრუდე ეშმა, ვერც ბედისწერა (აღნიშნული ტერმინი ნიშნავს "წინასწარგანსაზღვრულობას, ბედისწერას")ვერ იპყრობს ამგვართ, რადგან ღმერთი უკეთურთაგან განარიდებს მათ და ცხოვრობენ ისინი უვნებელნი, დაცულნი, ღვთისმსგავსნი. თუნდაც რომ ვინმემ შეაქოს ამგვარი კაცი, დასცინებს იგი თავის თავში თავის მეხოტბეს; თუნდაც გაკიცხონ, თავის თავს არ დაიცავს მაყვედრელთაგან, რადგან არც მის შესახებ ნათქვამთა გამო მრისხანებს იგი.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები