ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: სულიერი ბრძოლა
136. სული სოფელშია როგორც შობილი, გონება კი ზესოფლისაა როგორც უშობელი (იგულისხმება, რომ სული ამ სოფელში მოქმედებს და ამ სოფლისთვისაა "შობილი", ზრახავს რა ამსოფლისას, გონება კი ზეციურს იზრახავს და არ შეემსჭვალვის ამ სოფელს, ანუ არ არის "შობილი" ამსოფლისათვის), ხოლო სოფლის შემმეცნებელ და ცხონების მოსურნე სულს ყოველ ჟამს აქვს გარდაუვალი რჯული და თავისთვის იმას განსჯის, რომ აი, ახლაა ბრძოლა და გამოცდა, რომ - ვერ შეძლებს იგი თვალი გაუსწოროს მსაჯულს, და რომ - იღუპება სული მცირე და სამარცხვინო სიამოვნების გამო (ეს საკმაოდ რთულად საწვდომი სწავლება, ვფიქრობთ, იმას ნიშნავს, რომ ცხონებისმოსურნე სული ყოველ წამს ბრძოლისთვის უნდა იყოს განმზადებული, ყველგან მტრის შემოტევის და მასთან შერკინების შესაძლებლობას უნდა ხედავდეს, მუდმივად განიშორებდეს თავდაჯერებას, საკუთარ ძალებზე დანდობას და განუწყვეტლივ იმის შიშში იყოს, რომ ამა სოფლის მცირე რამ და სამარცხვინო სიამოვნების გამო არ დაეცეს, არ წარწყმდეს, არ დაიღუპოს. ამგვარი კრძალვითა და ძრწოლით მოღვაწე სული არათუ წარწყმდება, არამედ წარმწყმედელ საცთურს განეშორება და ცხონებას დაიმკვიდრებს).