ავტორი:
წმ. ანტონი დიდი
თემა: ადამიანი
137. მიწაზე შეიქმნა ღვთის მიერ შობადობა და სიკვდილი, ცაში კი - წინაგანგება და კანონზომიერება, ყველაფერი კი ადამიანისა და მისი ცხონებისთვის დაიბადა. ღმერთმა, რომელიც უნაკლულოა ყოველგვარი სიკეთით, ადამიანთა გამო შექმნა ცა, მიწა და სტიქიონები, პატივად მიაგო რა მას ამათ მიერ ყოველგვარი ტკბობა სიკეთეებით.