თემა: გული

15. გევედრები შენ, ვიდრე ჯერ კიდევ სხეულში ხარ, ნუ მოასუსტებ შენს გულს, რადგან ისევე როგორც მიწის მუშას არ ძალუძს დაენდოს მის ყანაში შემოსულ რომელიმე ნაყოფს, რადგან არ იცის, რა შეემთხვევა მას, სანამ სათავსოში დააბინავებს, ამგვარადვე არც ადამიანს აქვს უფლება მოასუსტოს გული, ვიდრე პირში სული უდგას. დიას, ისევე როგორც არ იცის ადამიანმა, თუ რა ვნება შეხვდება მას ვიდრე უკანასკნელ ამოსუნთქვამდე, ამგვარადვე შეუძლებელია ისიც, რომ მოასუსტოს მან თავისი გული, სანამ ჯერ კიდევ სუნთქავს; პირიქით, მართებს მას, რომ ყოველთვის ღვთისადმი ხმობდეს, მისგან შეწევნისა და წყალობის მისაღებად.
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები