თემა: გულისთქმანი

8. არის ეშმაკი, "მოხეტიალედ" წოდებული, რომელიც განსაკუთრებით განთიადისას წარმოუჩნდება ძმებს და მიმოჰყავს მათი გონება ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში, სახლიდან სახლში, ვითომცდა უბრალო საუბრების წარმართვის მიზნით, და ეს გონება, ვოღაც თავის ნაცნობებთან ხანგრძლივად მოსაუბრე, შემხვედრთა მიზეზით ბღალავს საკუთარ ცხოვრების წესს (ე.ი. დაკანონებული განდეგილური ტიპიკონის შესაბამისი ცხოვრება, განდეგილობის მდგომარეობა) და მცირე–მცირედ განშორებული ღვთის ცოდნასა და სათნოებას, აღთქმასაც ივიწყებს. ამიტომ, მართებს მეუდაბნოეს, რომ დაუკვირდეს ამ ეშმაკს, თუ საიდან მოდის იგი და სად ისადგურებს, რადგან არც ფუჭად, არცთუ შემთხვევით ხდება მისგან ესოდენ შორი წრის შემოვლა, არამედ მოქმედებს იგი ამას სწორედ განდეგილის მდგომარეობის შესაბღალად, რომ ამ უკანასკნელის გონება, შეხვედრებით აგზნეუბლი და მრავალთა საუბრებით მთვრალი, მყისვე სიძვის ან მრისხანების ანთუ მწუხარების ეშმაკს ჩაუვარდეს ხელში, რომლებიც გაცილებით მეტად რყვნიან მისი ცხოვრების წესის ბრწყინვალებას. მაგრამ ჩვენ, თუკი მიზნად ის გვაქვს, ნათლად შევიცნოთ მისი მზაკვრობა, ნაჩქარევად ნუ შევესიტყვებით მას და ნუ გამოვიტანთ სააშკარაოზე მის საქმეებს, თუ როგორ ახდენს იგი აზრისმიერად გასაუბრებებს და რა სახით მიდენის გონებას, მცირე–მცირედ, სიკვდილისაკენ, რადგან ასეთ შემთხვევაში ეს ეშმაკი ხელიდან გაგვისხლტება (არ უნდა რა მას, რომ ხედავდნენ, რასაც მოქმედებს) და ამის შემდეგ ვეღარ შევიტყობთ ვერაფერს, რისი გაგებაც გვსურდა. ამიტომ, ვადროვოთ მას კიდევ ერთი–ორი დღე, დააბოლოოს თავისი მოქმედება, რომ ზედმიწევნით შევიცნოთ მისი მანქანება, შემდეგ კი სიტყვით ვამხილოთ იგი და უკუვაქციოთ. თუმცა, რადგან განსაცდელის ჟამს ისე ხდება, რომ ამღვრეულია გონება და ზედმიწევნით ვერ ხედავს იგი მოვლენებს, ეშმაკის განრიდების შემდეგ ეს გააკეთე: დაჯექი და შენს თავში გაიხსენე, რაც
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები