image

თემა: ცხოველები

ცხოველებს ინტუიცია აქვთ. ამიტომ, თუკი გიყვარს, თუ მათზე გული შეგტკივა, ისინი გრძნობენ ამას. სამოთხეში ცხოველები მადლის კეთილსურნელებას გრძნობდნენ და ემსახურებოდნენ ადამს. ცოდვით დაცემის შემდეგ კი ადამიანთან ერთად ბუნებასაც სული ეხუთება. აი, საბრალო კურდღელს შეხედე: სულ დაფეთებული თვალებით იყურება. მისი პატარა გული შეშფოთებით ცემს: ტუკ-ტუკ-ტუკ. საწყალს ძილი არა აქვს! როგორ იტანჯება ეს ნამცეცა, სრულიად უდანაშაულო ქმნილება ჩვენი ცოდვების გამო! მაგრამ, როდესაც ადამიანი ცოდვით დაცემამდელ მდგომარეობას უბრუნდება, ცხოველები სრულიად უშიშრად უახლოვდებიან მას
image