ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: ბოროტი ზრახვები
ადამიანი, რომელსაც ბოროტი აზრებისაგან არ განუწმენდია თავი, ირგვლივ ყოველივეს მზაკვრულად უცქერს. თავისი მზაკვრობით ის ლაფში სვრის ყოველივე კარგსა და კეთილს. სხვათა სათნოებებიც კი ვერაფერს არგებენ მას, რადგანაც კაცისმკვლელის (ეშმაკის) შავი წყვდიადით დაბნელებული, იგი სათნოებებსაც "მზაკვრული განმარტებითი ლექსიკონით" განმარტავს. იგი გამუდმებით შფოთავს და თავისი სულიერი სიბნელით ახლობლებსაც აღაშფოთებს. თუ ასეთ ადამიანს გათავისუფლება სურს, მან უნდა გაიგოს, რომ აუცილებელია განწმენდა სულისა, რათა სულიერი ნათელი, გონებისა და გულის სიწმინდე შევიდეს მასში