image

თემა: ბოროტი ზრახვები

რატომ ხდება, რომ ერთა და იმავე მოვლენას, ერთი ადამიანი წყალობად თვლის, მეორე კი - უბედურებად?
    -ყოველი ადამიანი ამათუიმ მოვლენას თავისი პირადი ზრახვების მიხედვით განმარტავს. ნებისმიერ მოვლენასა თუ გამოვლინებას შესაძლოა, შევხედოთ როგორც ცუდი, ასევე - კარგი მხრიდან. ოდესღაც ასეთი რამ შევიტყვე: ერთი მონასტრის გარშემო მშენებლობა წამოიწყეს, ნელნელა ირგვლივ უამრავი ნაგებობა წამოიმართა და თანდათანობით მონასტერი საერო შენობებით გარშემორტყმული აღმოჩნდა. მწუხრის მსახურება აქ შუაღამისას აღესრულებოდა - ცისკართან ერთად. ღვთისმსახურებაზე ერის ადამიანებიც დადიოდნენ შემოგარენიდან. ერთხელ ისე მოხდა, რომ ერთ დამწყებ ბერს მსახურებაზე წასვლისას სენაკის კარის დაკეტვა დაავიწყდა და მასში ვიღაც ქალი შევიდა. როდესაც ბერმა ამის შესახებ შეუტყო, საშინლად აღელდა: "ეს რა უბედურებაა, სენაკი შებილწულია, ყველაფერი დამთავრდა, დავიღუპე!" ცოტაოდენი ფიქრის შემდეგ მან სპირტის ფლაკონს დაავლო ხელი, იატაკზე წამოაქცია და ცეცხლი წაუკიდა. "იატაკის დეზინფექცია!" ცოტაც და მთელი მონასტერი დაიწვებოდა. სენაკის იატაკი კი დაწვა მან, მაგრამ ვერ დაწვა საკუთარი ზრახვები. არადა, სწორედ მათი დაწვა მართებდა, იმიტომ, რომ ბოროტება ზრახვებში იმალებოდა. კეთილი ზრახვები რომ აემუშავებინა, ბერი საკუთარ თავს ეტყოდა, რომ ქალი მის სენაკში ღვთისმოსაური განზრახვით შევიდა, კურთვევის, მონაზვნური მადლის მისაღებად. ამით ეს ბერი სულიერად შეიცვლებოდა და განადიდებდა ღმერთს
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები