ავტორი:
პაისი მთაწმინდელი
თემა: ზრახვები
გახსოვთ, როგორი დამოკიდებულებები გამოხატა ქრისტეს მიმართ ორმა მასთან ერთად ჯვარცმულმა ავაზაკმა?! ორივემ იხილა ჯვარზე მიმსჭვალული ქრისტე, ორივე გრძნობდა, როგორ შეიძრა მიწა, ორივე ერთნაირ მდგომარეობაში იმყოფებოდა! და ამ დროს რას იზრახავდა ერთი და რას - მეორე?! პირველი, რომელიც მის მარცხვინ ეკიდა, გმობდა ქრისტეს და ამბობდა: "შენ თუ ხარ ქრისტე, იხსენ თავი შენი და ჩუენცა". მეორე - მარჯვნივ ჯვარცმული - ამგვარად აღიარებდა: "ჩვენ სამართლად ღირსი, რომელი ვქმენით, მოგვეგების, ხოლო ამან არარაი უჯერო ქმნა". პირველი მარადიულ სატანჯველში წავიდა, მეორე კი - ცხონდა