ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: ცუდმედიდობა
10. მავანნი, სათნოების გამო შექებულნი, დატკბნენ და ცუდმედიდობის სიამე თავიანთ ნუგეშად შერაცხეს, სხვებმა კი, ცოდვის გამო მხილებულებმა, ტკივილი განიცადეს და ეს სასარგებლო ტკივილი ბოროტების მოქმედებად შერაცხეს (მუხლის აზრი ისაა, რომ არასრულ მორწმუნეს სათნოებაში წარმატებაც ღუპავს, რადგან ამის გამო შექებული თავმოთნე ხდება და ცოდვაში მხილებულობაც, რადგან ამ ხმილების შედეგად განცდილი ტკივილის სარგებელს, - კერძოდ მისგან სინანულისა და თვმდაბლობისკენ მომწოდებლობას, - ვერ ამცნევს და მხილებას ბოროტად რაცხს).