ავტორი:
წმ. მარკოზ მონაზონი(განშორებული)
თემა: გული
210. გულის შემუსრვილობის გარეშე სრულიად შუძლებელია თავის დახსნა ბოროტებისგან, ხოლო გულს მუსრავს სამნაწილედი თავშეზღუდვა: ძილისგან, ვამბობ, საჭმლისგან და ხორციელი შვებისგან, რადგან ამათი სიჭარბე ვნებათსიამეს შთაგვინერგავს, ხოლო ვნებათსიამე უკეთურ გულისზრახვებს აღმოაცენებს, უპირსპირდება კი იგი ლოცვასაც და ჯეროვან მსახურებასაც.