ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სულიერი მღვიძარება
2. დიდი რჯულმდებელი მოსე, უფრო კი სულიწმინდა, წარმოაჩენს რა ამგვარი სათნოების (მღვიძარების) უბიწოებას, სიწმინდეს, გარემომცველობას და ამამაღლებლობას, ამასთან, გვასწავლის რა, თუ რა სახით გვმართებს მისი მოპოვება და განსრულება, ამბობს: „ყურადღება მიაქციე შენს თავს, რომ ფარული სიტყვა ურჯულოება არ გახდეს შენს გულში“ (II სჯ. 15.9). „ფარულ სიტყვად“ სახელდებს იგი უკეთური რამ საქმის მარტოოდენ აზრისმიერ წარმოსახვას, მოძაგებულს ღვთისგან, რასაც, ეშმაკისგან შემავალს გულში, მამები უწოდებენ აგრეთვე „კვეთებას“, და რასაც, მყისიერად გონებაში გამომკრთალს, შეუდგებიან ჩვენეული გულისზრახვები, რომლებიც ვნებადად თანაეზრახებიან მას.