ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სულიერი მღვიძარება
4. ვერ ხედავს მზეს ბრმადშობილი. ამგვარადვე, ვერც მღვიძარების გარეშე მავალი ხედავს ზეგარდმო მადლის მდიდრულ გაბრწყინებებს, ვერცთუ უკეთური და ღვთისთვის საძაგელი საქმეებისგან, სიტყვებისა და აზრებისგან გათავისუფლდება იგი. ამგვარნი მიცვალების ჟამს ვერ აუვლიან გვერდს თავისუფალი სახით ტარტაროზის მთავართ.