თემა: იესოს ლოცვა

5. ყურადღება ესაა გულისმიერი მუდმივი მოსვენებულობა ყოველგვარი გულისზრახვისგან, ამასთან, მარადის და ყოველჟამს მარტოოდენ იესოს, ღვთის ძისა და ღმერთის, ამომსუნთქველი და მხმობელი და გაბედულად მტრებს შერკინებული მასთან ერთად, მისდამი აღმსარებელი, ვისაც აქვს ერთადერთს უფლებამოსილება ცოდვათა მიტევებისა. ამგვარი სული, ნიადაგ შეეტკბობა ქრისტეს, გულთა ერთადერთ ფარულმცოდნეს, მისი ხმობის გზით, ამასთან, ცდილობს, ადამიანებს ყოველგვარად დაუფაროს თავისი სიტკბოება და შინაგანი მორკინალობა, რათა არ მოხდეს ისე, რომ უკეთურმა ფარულად შეიყვანოს მასში ბოროტება და გააქარწყლოს მისი უმშვენიერესი ნაღვაწობა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები