ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სულიერი მღვიძარება
6. მღვიძარება ესაა გულისზრახვის შეუძრავი დამყარებულობა და მისი მდგომობა გულის კარებში, რომელიც ხედავს მომსვლელ გულისზრახვებს, ქურდებს, და ესმის, ერთი მხრივ, რას ამბობენ, მეორე მხრივ კი, რას აკეთებენ ეს მკვლელები, ანთუ რა არის ეშმაკებისგან გამოკვეთილი და ძეგლად აღმართული გამოსახულება, რაც იმას ცდილობს, რომ თავისი თავის მიერ წარმოსახვითად აცთუნოს გონება. როდესაც კი ამ ყოველივეს შრომისმოყვარედ მოვიმუშაკებთ, მაშინ მღვიძარება გონითი ბრძოლის გამოცდილებასაც მეტად მცოდნეობითად გამოგვიცხადებს ჩვენ, თუკი ვინებებთ.