ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: ყურადღება
7. რისი შობაც ძალუძს ორმაგ შიშს, – კერძოდ, ერთი მხრივ, ღვთისგან მიტოვებულობებს და, მეორე მხრივ, განსაცდელთა განმსწავლელობით შემთხვევებს, – ესაა ყურადღების ზედამხედველობითი გახშირებულობა (ე.ი. საკუთარ მოქმედებათა მუდმივად მაკონტროლებელი და გარეგან საცთურთა უკუმგდები ყურადღება) იმ ადამიანის გონებაში, რომელიც ცდილობს, რომ წყარო დაუხშოს უკეთურ გულისზრახვებსა და საქმეებს. სწორედ ამის გამოა მიტოვებულობანიც და ღვთისგან მომდინარე მოულოდნელი განსაცდელებიც, რათა გამოვასწოროთ ჩვენი ცხოვრება (ეს განსაკუთრებით ეხება იმათ, რომლებმაც გასინჯეს ამ სიკეთის – გახშირებული ყურადღებიანობის და უყურადღებონი გახდნენ). ამასთან, ყურადღების გახშირებულობა შობს ჩვევას და ჩვევა – მღვიძარების ბუნებისეულ რამ მუდმივობას. თავის მხრივ, ეს უკანასკნელი, თვისებისამებრ, შეუმჩნევლად შობს ბრძოლის განჭვრეტას, რასაც მოჰყვება გამუდმებულად იესოს ლოცვა, გონების არაზმანებითი ტკბილი დაწყნარებულობა და იესოსგან შემყარებული მდგომარეობა.