ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: სულიერი ბრძოლა
20. მართებს იმას, ვინც შინაგანად მორკინალობს, რომ ეს ოთხი ჰქონდეს წამსვე: სიმდაბლე, უკიდურესი ყურადღება, სიტყვისმგელბობა (ე.ი. სათანადო პასუხის გამცემლობა უკეთური გულისზრახვებისადმი ანუ ეშმაკის აზრისმიერი შემოტევებისადმი) და ლოცვა. კერძოდ, სიმდაბლე – იმიტომ, რომ, რადგან ამპარტავანი მეტოქეების – ეშმაკების წინააღმდეგ არის მისი ბრძოლა, ქრისტეს შეწევნა ჰქონდეს მას გულის ხელში, არის რა უფალი მოძულე ამპარტავნებისა; ყურადღება – იმიტომ, რომ თავისი გული მარადის უქონელი გახადოს მან ყოველგვარი გულისზრახვისა, თუნდაც რომ კარგი ჩანდეს იგი. სიტყვისმგებლობა – იმიტომ, რომ რაწამსაც ზუსტად შეიცნობს იგი მომსვლელს, მყისვე რისხვით შეეპასუხოს უკეთურს. „და პასუხს გავცემ, – ამბობს, – ჩემს ბოროტად შეურაცხმყოფლებს. განა ღმერთს არ დაემორჩილება ჩემი სული?“ (ფს. 61. 2). ლოცვა კი – იმიტომ, რომ სიტყისგების შემდეგ მყისვე უსიტყვო ამოკვნესით ღაღადყოს ქრისტეს მიმართ, და მაშინ იგი, მორკინალი, ნახავს მტერს დარღვეულს ანდა განდევნილს თაყვანსაცემი სახელის – იესოს – მიერ, როგორც ქარის მიერ – მტვერს ანდა კვამლს, მოსპობილს თავისი წარმოსახვითურთ (ე.ი. გაუჩინარებულს).