ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გული
29. თუკი მდაბალი ცნობიერებით, სიკვდილის ხსოვნით, თვითგაკიცხვით, სიტყვისმგებლობით (საკადრისი პასუხის გაცემით უკეთური ძალებისადმი) და იესო ქრისტეს მოხმობით ყოველჟამს დავანებული იქნები შენს გულში (მთელ ყურადღებას შენი გულისკენ მიმართავ) და ყოველდღიურად ამ საჭურველთა მიერ მღვიძარებით გაივლი გონების ვიწრო, მაგრამ სიხარულის მომნიჭებელ და საამურ გზას, შეხვალ სიწმინდეთა წმინდა ხილვებში და ღრმა საიდუმლოთაგან გასხივოსნდები ქრისტეს მიერ, „რომელშიც არის სიბრძნისა და ცოდნის ყველა დაფარული საუნჯე“ (კოლას. 2.3) და „რომელშიც ხორციელად მკვიდრობს ღმრთეების მთელი სისავსე“ (კოლას.2.9), რადგან შეიგრძნობ იესოსგან, რომ სულიწმინდა მოვიდა შენს სულზე, რომლის მიერაც ადამიანის გონება გაჩირაღდნდება, რომ შეუბურველი პირისახით ხედავდეს იგი უფლის დიდებას. „ვერავინ, – ამბობს, – იტყვის უფალ იესოს, თუ არა სულიწმინდით“ (I კორ. 12.3), ამით კი, ცხადია, საიდუმლოდ განსაზღვრავს მოციქული საძიებელს (ე.ი. ჩვენი ძიების საგანს – ქრისტეს).