ავტორი:
წმ. ევსუქი ხუცესი
თემა: გონება
34. ცნობიერების დანიშნულება ისაა, რომ მარადის შინაგანი ბრძოლის შერკინებებისა და თვითგაკიცხვისათვის აღძრას გულისწყრომითი ნაწილი, სიბრძნისა – ის, რომ მკაცრი და შეუნელებელი მღვიძარებისა და სულიერი ჭვრეტისკენ მიმართოს გონითი ნაწილი, სამართლიანობისა – ის, რომ სათნოებისა და ღვთისკენ წარუძღვეს გულისთქმით ნაწილს, სიმამაცისა – ის, რომ მართოს და მტკიცედ ხელთ იპყრას ხუთი გრძნობა, რათა არ შეირყვნას მათგან არც ჩვენი შინაგანი ადამიანი, ესე იგი – გული, და არც გარეგანი, ესე იგი – სხეული.